რამზან კადიროვი

ინტერნეტში რამზან კადიროვის ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ავადმყოფ ბიძას სტუმრობს

SCREENSHOT FROM KADYROV'S TELEGRAM CHANNEL

რამზან კადიროვის ტელეგრამ არხზე ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მოსკოვში ავადმყოფი ბიძა მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, რამზან კადიროვის ბიძა, მაგომედ კადიროვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ჩეჩნური წყაროების მიხედვით, რამზან კადიროვმა ავადმყოფი ბიძა მოსკოვში ჩასვლისთანავე მოინახულა.

კადიროვის არხი ამ ვიდეოთი ამტკიცებს, რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი კომაში იყო. ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა, რომ კადიროვი არა უბრალოდ კომაში იყო, არამედ მოკვდა კიდეც. ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის დამძიმებასთან დაკავშირებული ცნობების დამტკიცება დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ხერხდებოდა. 

"მადლობა ღმერთს მე ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. არ მესმის რატომ უნდა იყოს ქაოსი, თუნდაც რომ ავად ვიყო. თუმცა, ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს - ხალხმა გაიგო, რომელ მედიას და პიროვნებებს უნდა ენდონ და რომელს არა" - წერია რამზან კადიროვის ტელეგრამ არხზე განთავსებულ პოსტში. 

 

კომენტარები