საქართველოს მთავრობა

წყარო: კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების განულება მოსთხოვეს

განათლების სამინისტრო

ტაბულას ანონიმური ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლების განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები გაენულებინათ.

წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე უნივერსიტეტი მოთხოვნას დათანხმდა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ბრიფინგის გამართვას 21 სექტემბერს აპირებს. მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დანიშვნას არ ადასტურებენ.

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

კომენტარები