საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

წარმატებული სპორტსმენების უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიღების კანონპროექტი I მოსმენით მიიღეს

ნოდარ პაპუკაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტი, რომელიც წარმატებულ სპორტსმენებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობას ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე აძლევს.

ცვლილება შეეხება სპორტულ შეჯიბრებებში მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენებს, რომლებიც სპორტული ტურნირის გამო ვერ ახერხებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას. კანონის მოქმედება გავრცელდება იმ სპორტსმენებზეც, რომლებიც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ.

ცვლილება დეპუტატებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო და პირველ მოსმენაზე მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები