ლიტერატურული პრემია საბა

საბას გამარჯვებული ზაზა ბურჭულაძე: ჩემი კუთვნილი თანხა გადარიცხონ უკრაინის დასახმარებლად

2023 წლის ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო რომანის კატეგორიაში ზაზა ბურჭულაძეს წიგნისთვის ვარდის სურნელი გადაეცა. გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი დაჯილდოებას არ დასწრებია, თუმცა  სცენიდან მადლობის სიტყვა ბურჭულაძის სახელით გამომცემელმა წაიკითხა.

"დიდი მადლობა ყველას ვინც ამ წიგნს გულშემატკივრობდა. პრემიის ორგანიზატორებს ვთხოვ ჩემი კუთვნილი თანხა გადარიცხონ უკრაინის დასახმარებლად. შეიძლება ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა წვეთებისგან შედგება, ომში არ არსებობს დიდი და პატარა ამბები, ომში ყველა ამბავი დიდი და მთავარია, სხვა თუ არაფერი ეს იქნება მოკრძალებული სიგნალი მებრძოლი უკრაინელებისთვის, რომ სადღაც არის ხალხი, ვინც მათი გამარჯვებისთვის ლოცულობს, უკრაინა უსათუოდ გაიმარჯვებს ამ ომში, ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". – წერს ბურჭულაძე.

ბურჭულაძის გარდა იმავე კატეგორიაში ჯილდო გადაეცა ივა ფეზუაშვილს რომანისთვის მასკარაფონე

2023 წლის საბას გამარჯვებულების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

კომენტარები