ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ჟიურიმ 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტების ვინაობა დაასახელა. პრემიის მიღებას შემდეგი ავტორები შეეცდებიან:
საუკეთესო რომანი
- გურამ ბათიაშვილი, "ელიგულა და კავა" (გამომცემლობა "ინტელექტი");
- მარი ბექაური, "ანას მომენტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
- ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
- დავით გაბუნია "დაშლა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში");
- თამარ თანდაშვილი, "მატერიკონი" (გამომცემლობა "სიესტა").
საუკეთსო პროზაული კრებული
- თეონა დოლენჯაშვილი, "პერსონალური ქრისტე" (გამომცემლობა "ინტელექტი");
- ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები" (გამომცემლობა "სეზანი").
საუკეთსო პოეტური კრებული
- გიორგი არაბული, "გვრინი" (გამომცემლობა "ინტელექტი");
- სოსო მეშველიანი, "Arboles Altos" (გამომცემლობა "ინტელექტი");
- ზურაბ რთველიაშვილი, "პოეზიის დიქტატურა" (გამომცემლობა "ინტელექტი");
- პაატა შამუგია, "დედა ენა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში");
- ბელა ჩეკურიშვილი, "სიშიშვლის დეტექტორი" (გამომცემლობა "ინტელექტი").
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი "ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
- გაბრიელ ტანიე, "ქანაანის შვილები" (გამომცემლობა "ინტელექტი");
- ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
საუკეთსო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი "ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
- გაბრიელ ტანიე, "ქანაანის შვილები" (გამომცემლობა "ინტელექტი").
- ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ნომინაციაში, წლის საუკეთსო თარგმანი, ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. დანარჩენ 4 ნომინაციაში გამარჯვებულები, 12 ოქტომბერს, ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდებიან.
ლიტერატურული პრემია "საბა" თი-ბი-სი ბანკმა 2003 წელს დაარსა და ყოველ წელს ტარდება. წელს ღონისძიება მე-16-ედ ჩატარდება.