მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მედვედევი ფაშინიანზე: გამოიცანით, როგორი დასასრული ელის

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

პოსტში მან ირონიულად ისაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრზე, ნიკოლ ფაშინიანზე. მედვედევმა ყურადღება გაამახვილა, რომ სომხეთში ბოლო ხანებში NATO-ს წვრთნები ჩატარდა, ფაშინიანის ცოლმა კი უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.

"ერთხელ ჩემმა ერთმა კოლეგამ ძმური ქვეყნიდან მითხრა: "მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, თქვენ მე არ მიმიღებთ". მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: "ჩვენ განვსჯით არა ბიოგრაფიით, არამედ საქციელით". შემდეგ მან ომი წააგო, მაგრამ სასწაულებრივად თანამდებობაზე შემორჩა. შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარ უღიმღამო დამარცხებაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაებრალებინა. შემდეგ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უარი თქვა. შემდეგ NATO-სთან წათამაშება გადაწყვიტა, მისი ცოლი კი დემონსტრაციულად წავიდა ჩვენს მტრებთან ორცხობილებით. გამოიცანით, როგორი დასასრული ელის.." – წერს, მედვედევი ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებების ფონზე.

ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები, რასაც თავად "ანტიტერორისტული ღონისძიება" უწოდებენ, 19 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები