მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღელი სომხების ცნობით, აზერბაიჯანის თავდასხმებს ემსხვერპლა 2 სამოქალაქო პირი

(AP Photo/Sergei Grits, File)

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის ცნობით, აზერბაიჯანის თავდასხმებს ყარაბაღში ემსხვერპლა 2 სამოქალაქო პირი.

ასევე, ომბუდსმენის ცნობით, დაშავდა 23 ადამიანი, საიდანაც 8 არასრულწლოვანია. 

19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს. 

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

კომენტარები