მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ზახაროვა: ღრმად შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბაღში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბაღში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის გამო. რუსული მხარე მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას". - თქვა ზახაროვამ. 

როგორც მან აღნიშნა, "ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ყველა ნაბიჯი გაწერილია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივ განცხადებებში". 

"განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს რუსეთისა და სხვა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით დაიწყო სერიოზული წინაპირობების ფორმირება ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის. საუბარია ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ეს ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებისთვის". - თქვა ზახაროვამ. 

გარდა ამისა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთს ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან კონტაქტი აქვს. 

სომხურ ფორმირებებთან ბოლო დღეების შეტაკებების ფონზე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ანტიტერორისტული" მოქმედებების დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა

აზერბაიჯანი: ყარაბაღში ლოკალური სახის ანტიტერორისტული ზომების მიღება დავიწყეთ

კომენტარები