სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ძალიან შემაშფოთებელია. ზოგადი გეგმების შესახებ, ბუნებრივია, ისედაც ვიყავით ინფორმირებული ყველა - ისინი საჯაროდ აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ფორმა, შინაარსი იმ გეგმებისა, არის უკიდურესად შემაშფოთებელი. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული.
ე.წ. გადატრიალების საქმე
კობახიძე სუს-ზე: მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად
tbl.ge/6id4
დაკოპირდა
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.
ამავე თემაზე
- ინფორმაცია გვქონდა სანდო წყაროდან მოპოვებული — სუს-ის უფროსი ტრენინგზე
- ვაწაძე: სუს-ი ტრენინგზე დასწრების მიზეზით დაკითხვაზე მიბარებს
- ე.წ გადატრიალების საქმის ფარგლებში სუს-მა გამოკითხვაზე ფორმულას ფოტოგრაფიც დაიბარა
- კობახიძე: პოლიციას შეეძლება შეაფასოს, კარავი როდის უნდა გაიშალოს და როდის არა
- ჰერჩინსკი "კარვების კანონზე": EU მკაფიოდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას