მალი

მალიში ტუარეგმა მებრძოლებმა სამხედრო ბაზები დაიკავეს

ISSOUF SANOGO/AFP/Getty Images

შეტაკებები განახლდა მალის არმიასა და ჩრდილოეთში ტუარეგების ტომის მებრძოლებს შორის, რის შედეგადაც ტუარეგმა ამბოხებულებმა მალის სამხედრო ბაზები დაიკავეს. 17 სექტემბერს ტუარეგების ტომის მებრძოლებმა დაიკავეს ორი სამხედრო ბაზა ცენტრალურ ქალაქ ლერეში. ასევე, აჯანყებულებმა ქალაქ ბურემში დაიკავეს ოთხი სამხედრო პოზიცია და დაისაკუთრეს მალის არმიის შეიარაღება. 

აჯანყებულთა ალიანსმა - აზავადის მოძრაობების თანამშრომლობამ მალის არმიასთან ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში განაახლა, მას შემდეგ, რაც გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიამ მალის ტერიტორია დატოვა. გაეროს მისია მალიში წლების განმავლობაში მუშაობდა და ეხმარებოდა მალის ხელისუფლებას ჩრდილოეთ რეგიონებში სიმშვიდის შენარჩუნებაში. 

მალის არმია და ტუარეგის ტომის აჯანყებულები ჩრდილოეთში ცენტრალური უდაბნოს დაკავებისთვის იბრძვის. ტუარეგები დასავლეთ საჰარაში მცხოვრებ ნახევრად მომთაბარე ბერბერულ ტომებს მიეკუთვნებიან. 

კომენტარები