აშშ-უკრაინა

NBC: მომავალ კვირას ზელენსკი ბაიდენს აშშ-ში შეხვდება

Sean Gallup / Getty Images file

NBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს და პარალელურად აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. ამის შესახებ გამოცემა უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. 

ჯერჯერობით უცნობია, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართება თუ თეთრ სახლში. ამასთან, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ბაიდენი და ზელენსკი ბოლოს ივლისში NATO-ს სამიტზე ვილნიუსში შეხვდნენ.

კომენტარები