2023 წელს გარდაცვლილები

"ჩემი გჯერა"? – ცნობილი ვიდეოს გმირი ველოდი მირცხულავა გარდაიცვალა

88 წლის ასაკში 1990-91 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ველოდი მირცხულავა გარდაიცვალა.

მირცხულავა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ვირუსული ვიდეოს გმირია. ვიდეო 2000-იანი წლების დასაწყისშია გადაღებული.

მირცხულავამ დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

კომენტარები