უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. პატივცემულო წევრებო, ლაპარაკი იმით დავიწყე, რომ ევროპა ისტორიის გამოძახილს პასუხობს და ისტორია ახლა მოგვიწოდებს, რომ ჩვენი კავშირი სრულყოფილი გახდეს. სამყაროში, სადაც ზოგი ცდილობს სხვა ქვეყნების დაკავებას, არ შეგვიძლია ჩვენი თანამემამულე ევროპელების დავიწყება. სამყაროში, სადაც ზომა და წონა მნიშვნელოვანია, აშკარად ევროპის სტრატეგიულ ინტერესებშია ჩვენი კავშირის შევსება. პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის მიღმა ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რა არის სასწორზე. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ წარმატებული გაფართოების ხედვა.
საქართველო-ევროკავშირი
ლაიენი: ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია EU-ს პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში
tbl.ge/6i2x
დაკოპირდა

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყოველწლიური გამოსვლის დროს.
ურსულა ფონ დერ ლაიენიევროკომისიაუკრაინასაქართველორუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე
- ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური - პაპუაშვილი ევროკომისიასთან დიალოგზე
- 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის 1-ელი შეხვედრა გაიმართება - საგარეო
- ლავროვი: საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია


![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

