რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რუსეთი საზღვარგარეთ გამგზავრებული ყველა მოქალაქის უკან მისაღებად მზად არ არის

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი საზღვარგარეთ გამგზავრებული ყველა მოქალაქის უკან მისაღებად მზად არ არის. მისი თქმით, "მტრებისთვის სამშობლოში ადგილი, სავარაუდოდ, აღარ მოიძებნება". ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია РБК-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, პესკოვის შეფასებით, ადრე თუ გვიან საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას დაიწყებენ.

"როდესაც რუსეთის მზარდი ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი გახდება, იმ ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციების ფონზე, რომლებიც იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ისინი გაემგზავრნენ, ისინი უკან დაბრუნდებიან". - თქვა პესკოვმა.

კრემლის სპიკერის განმარტებით, საზღვარგარეთ გამგზავრებულთაგან ნაწილმა ქვეყანა გარკვეული დროით უცხოეთში სამუშაოდ და უფრო კომფორტული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად დატოვა, "როგორც ეს კორონავირუსის პანდემიის დროს მოხდა". მისი შეფასებით, "ეს ნორმალურია".

"დაბრუნებისთვის არ უნდა ემზადებოდნენ ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრები გახდნენ. ასეთი ხალხი არსებობს, თუმცა, არ ღირს გადაჭარბება მათ რაოდენობაზე საუბრისას. მტრად ქცეულთათვის სამშობლოში ადგილი რთულად თუ გამოინახება". - დაამატა პესკოვმა.

კომენტარები