რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრივოი როგზე იერიში კვლავ მიიტანა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

11 სექტემბრის დილით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრივოი როგზე იერიში ორჯერ მიიტანა. ამის შესახებ კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვილკული საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ქალაქის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები დაფრინავდნენ. ამასთან, დილის რვა საათზე გავრცელდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები კრივოი როგის მიმართულებით მოძრაობდნენ. 

11 სექტემბრის ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში 5 სარაკეტო და 87 საჰაერო დარტყმით მიიტანა. მათივე ცნობით, უკრაინის მიმართულებით 36 კამიკაძე დრონი გაუშვეს, მათგან კი 26 გაანადგურეს.

8 სექტემბერს რუსეთმა კრივოი როგზე იერიში რაკეტით მიიტანა, რომელიც პოლიციის შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის მიმდებარედ 200 კვადრატული მეტრის რადიუსში ხანძარი გაჩნდა. 

უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, რუსებმა კრივოი როგს Искандер-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს.

კომენტარები