ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

კიმ ჩენ ინისადმი მიწერილ წერილში პუტინი ქვეყნებს შორის კავშირების გამტკიცებას იმედოვნებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წერილი მიწერა და უთხრა, რომ იმედოვნებს, რუსეთი და უკრაინა ორმხრივ კავშირებს გაამტკიცებენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივი კავშირების განმტკიცებას ყველა ფრონტზე." - თქვა პუტინმა პარასკევს კიმისთვის გაგზავნილ წერილში,

წერილის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ დაარსების 75 წლის იუბილე ფხენიანში აღლუმით აღნიშნა. აღლუმს რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებც ესწრებოდნენ.

აღსანიშნია, რომ აშშ-ს დაზვერვამ არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რუსი ოფიციალური პირები არაერთხელ ეწვივნენ ჩრდილოეთ კორეას, ხოლო პუტინი კიმს წერილებს წერს.

მანამდე, გარცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში შეხვდებიან. ინფორმაციას გამოცემა New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ლიდერები 10-13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.

მოსალოდნელია რომ ინი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩამოვა. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლიდერი შესაძლოა მოსკოვსაც ეწვიოს. 

მაღალჩინოსნების თქმით მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

კომენტარები