რუსეთის ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კოზლოვმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის ზოოპარკს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელით 70-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცხოველი, მათ შორის, აფრიკული ლომი და ორი მურა დათვი აჩუქა.
"ცხოველებს ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. დღეს მათ ვლადიმირ პუტინისგან საჩუქრად ჩვენს კორეელ ამხანაგებს მხარდაჭერის, სიკეთის და მზრუნველობის ნიშნად გადავცემ. ჩვენ 70-ზე მეტი სახეობის ცხოველი გავაჩუქეთ". - თქვა კოზლოვმა სამინისტროს პრესსამსახურის ვიდეოში.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვის ზოოპარკმა ფხენიანის ზოოპარკს აფრიკული ლომი, ორი მურა დათვი, ორი შინაური იაკი, ხუთი თეთრი კაკადუ, 25 სხვადასხვა სახეობის ხოხობი და 40 იხვი აჩუქა.





