ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შანხაიში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასახმარებლად.
ჩემ ძმურ ვალდებულებად მივიჩნევ, რაც შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო თქვენთვის და რუსი ხალხისთვის" – კიმმა უთხრა პუტინს.
პუტინმა კი კიმს კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს საბრძოლველად სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.
"ბოლო პერიოდში, ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული, სანდო, მეგობრული და პარტნიორული ხასიათი მიიღო. თქვენი ჯარისკაცები [კურსკში] მამაცად და გმირულად იბრძოდნენ" – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ფხენიანის მიერ გაგზავნილი სამხედროები გასული წლის ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ კურსკის მიმართულებით ბრძოლებში მონაწილეობდნენ.





