რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: უკრაინულმა ძალებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს

სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის თემატურ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა: "კიევის რეჟიმი, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგებისა, უკვე სამი თვეა ცდილობს ე.წ. კონტრშეტევის განხორციელებას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს."

როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია RIA Novosti იუწყება, შოიგუს თქმით, უკრაინის შეირაღებულმა ჯარებმა ომის დაწყებიდან 66 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 7,600 ერთეული იარაღი დაკარგა. მისი თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს კონტრშეტევის გარკვეული წარმატება, რათა  კვლავ მიიღოს სამხედრო-ეკონომიკური დახმარება. ამ შეტევებს შოიგუმ ტერორისტული თავდასხმები უწოდა. 

შეგახსენებთ,უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე რუსეთის მთავარი თავდაცვის ხაზის მონაკვეთი გაარღვიეს. 82-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის ჯარები განლაგდნენ რუსეთის მიერ კონტროლირებად სოფელ ვერბოვეს დასავლეთ გარეუბანში, ზაპორიჟჟიას რეგიონში.

კომენტარები