პუტინის რუსეთი

ЕДИНАЯ РОССИЯ-ს ოფისის დაწვისთვის ნასამართლები აზატ მიფტახოვი მეორედ დააპატიმრეს

რუსეთის მმართველი პარტიის, Единая Россия-ს ოფისის დაწვისთვის ნასამართლები მათემატიკოსი აზატ მიფტახოვი ხელმეორედ დააპატიმრეს.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტმა კოლონია 3 სექტემბერს დატოვა, გამოსვლიდან ერთ დღეში მიფტახოვი კვლავ დააპატიმრეს. ამჯერად მათემატიკოსს "ტერორიზმის გამართლებაში" სდებენ ბრალს. 

მიფტახოვის წინააღმდეგ ჩვენება ორმა პატიმარმა და გასაიდუმლოებულმა მოწმემ მისცა. საქმეზე მომუშავე გამომძიებლის თქმით მიფტახოვი, როგორც "ტერორისტული ორგანიზაციის სახალხო თავდაცვის წევრი პატიმრებს სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული ქმედებებისკენ მოუწოდებდა". გამოძიების ვერსიით 21 მაისს მიფტახოვი ორი პატიმრის თანდასრებით "განზრახ, საჯაროდ გაამართლა ტერორიზმი". 

დაკითხვის ოქმის თანახმად მიფტახოვა განაცხადა, რომ მისი ქმედებები უკრაინის მხარეს მებრძოლი დაღუპული მეგობრისთვის შურისძიებაა. ასევე მიაჩნია, რომ "ოკუპანტებთან ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთშიც საჭიროა" და აუცილებელია "ავაფეთქოთ ფსბ-ს თანამშრომლები".

2018 წელს ედინაია რასია-ს ოფისს თავს დაესხნენ, რამდენიმე პირმა ვიტრინები ჩაამტვრია და შენობაში ხანძარი გააჩინა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევიდან მალევე დააკავეს აზატ მიფტახოვი, რომელიც თავდასხმას ხელმძღვანელობდა, მას 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2022 წლის აპრილში მიფტახოვს პატიმრობა 3 თვით შეუმცირეს. 2023 წლის 3 სექტემბერს მათემატიკოსმა სასჯელი მოიხადა.

კომენტარები