2023 წელს გარდაცვლილები

56 წლის ასაკში როკ ბენდ SMASH MOUTH-ის ყოფილი ვოკალისტი სტივ ჰარველი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში როკ ბენდ Smash Mouth-ის ყოფილი ვოკალისტი სტივ ჰარველი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა New York Times ავრცელებს.

ბენდის მენეჯერის თქმით სიკვდილის მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. 3 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მუსიკოსს ერთი კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი.

Smash Mouth კალიფორნიაში, 1994 წელს ჰარველმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა. მსოფლიო ცნობადობა ბენდს 1999 წელს გამოშვებულმა კომპოზიციამ All Star მოუტანა. მოგვიანებით ჰიტი არაერთ ფილმის, მათ შორის შრეკის საუნდტრეკი გახდა.

ჰარველმა ბენდი 2021 წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. 

კომენტარები