რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

Diplomacy24

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში ნიუ-იორკში ჩავა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა გაეროში ალბანეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალბანეთის ელჩი სექტემბერში დაგეგმილ სხდომაზე 15-წევრიანი საბჭოს პრეზიდენტია.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის ფორმულას პირადად წარადგენს.

მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში შეკრებას 18 სექტემბერს დაიწყებენ. უშიშროების საბჭოს სხდომა 19-დან 25 სექტემბრამდე  გაიმართება. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები