რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმის ხიდზე უპილოტო კატერებით თავდასხმა კვლავ სცადა

ყირიმის ხიდი
RIA

რუსეთში ირწმუნებიან, რომ უკრაინამ უპილოტო საზღვაო დრონებით ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის მაკავშირებელ ხიდზე თავდასხმა კვლავ სცადა. 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ მათ უპილოტო კატერი გაანადგურეს.

"პირველ სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:15-ზე კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული იერიშის მიტანა ყირიმის ხიდზე, ნახევრად წყალქვეშა უეკიპაჟო კატერით. უკრაინული საზღვაო უპილოტო აპარატი დროულად დააფიქსირეს და გაანადგურეს შავი ზღვის აკვატორიაში". – რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

აქამდე მსგავსი თავდასხმის შედეგად ხიდს დაზიანება მიუღია. რამდენჯერმე, იერიშების გამო, ობიექტზე მოძრაობა შეჩერდა კიდეც.

ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 1-ელ სექტემბერს, მოსკოვის დროით 23:00-ზე უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა თავდასხმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე სცადა, თუმცა, როგორც ირწმუნებიან, ის ჩამოაგდეს.

კომენტარები