გიგი უგულავა

უგულავა: დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ის არის ცემენტი

არ ვარ საქართველოში. შემოვიდა შეკითხვების კასკადი დაახლოებით ამ შინაარსის - ბატონო გიგი, წყარო გვიყვება რომ ნაც.მოძრაობაში ბრუნდებით. ამ თემაზე გვინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ?

ესაა ჩემი პასუხი:

მე ნაციონალურ მოძრაობაში დავბრუნდი 2021 წელს და მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ.

რაც შეეხება პარტიის მართვაში მონაწილეობას, არც წინა თავმჯდომარის და არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩემს გეგმებში არ შედის.

მიმაჩნია ნაციონალური მოძრაობა მთავარ და ჯერ-ჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში. და ეს ასეც იქნება.

არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემის აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.

ვთვლი რომ დღეს ყველა ნაციონალის იდენტობის ადამიანი (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჯიბეში ენმ-ს პარტბილეთი) უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი ნაცების ერთობის არის სააკაშვილი. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10 წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე - რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზე.

საქართველო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული ოჯახის წევრი.

წერს გიგი უგულავა საკუთარ Facebook-გვერდზე.

კომენტარები