ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რაც მთელი წელია ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა და დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ ბარდაგს ვუსვამთ წერტილს ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას.
გიგი უგულავა
უგულავა: თუ გვინდა, ვიბრძოლოთ, ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, ბარდაგს წერტილი უნდა დაესვას
tbl.ge/6m1l
დაკოპირდა
გიგი უგულავა ენმ-ს ღონისძიების დაწყებამდე, რომელიც "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს ეძღვნება.
შეკრებაზე ენმ-ს გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს და პარალელურად პარტიის სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.
ამავე თემაზე
- უგულავა: დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ის არის ცემენტი
- სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას გიგი უგულავასთვის €10 000-ის გადახდა დააკისრა
- უგულავა ენმ-ზე: მირჩევნია, ჩემი პირადი ძალისხმევა სწორედ ჭრილობების შეხორცებას მოვახმარო
- სასამართლომ გიგი უგულავა აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო
- უგულავა: მე-3, მე-4 თუ მე-5 პარტიები ერთმანეთისგან იდეოლოგიურად დიდად არ განსხვავდებიან