ტილ ლინდემანი

პროკურატურამ RAMMSTEIN-ის ვოკალისტის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა

ბერლინის პროკურატურამ Rammstein-ის ვოკალისტის, ტილ ლინდემანის წინააღმდეგ დაწყებული სექსუალური ძალადობის საქმე შეაჩერა. 

გამოძიება მიმდინარე წლის ივნისში გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ აღიძრა. ჯგუფის რამდენიმე თაყვანისმცემლის თქმით, კონცერტის შემდეგ მათ მუსიკოსთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ, რომელზეც თანხმობა არ განუცხადებიათ. ბრალმდებლებს ასევე ეჭვი აქვთ, რომ ლინდემანის მიერ შეთავაზებულ სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული. მუსიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

ბრალდებების მიუხედავად ჯგუფს საკონცერტო საქმიანობა არ შეუწყვეტია და ივლისში რამდენიმე მასშტაბური კონცერტი გამართა.

კონცერტების გაუქმების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში რამდენიმე პეტიცია დაიწერა. გარდა ამისა ბრალდებების გაჟღერების შემდეგ ბენდის ოფისი ვანდალებმა გრაფიტით მოხატეს.

კომენტარები