ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია: ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, მაგრამ არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია

ასლან ბჟანია

"რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის, იმის ვინმესთვის მიცემას". – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად Zvezda TV-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა ასევე ისაუბრა საქართველო-NATO-ს შორის ჩატარებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე.

"დღემდე, გარკვეული სიხშირით, სხვადასხვა ფორმით, ყოველ წელს საქართველოში ათამდე სამხედრო წრთვნა ტარდება, ერთობლივი წვრთნები. ჩვენ ზუსტად ვიცით ამ ჩატარებული წვრთნების შედეგად, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება და ჩვენ ეს ვიცით და შესაბამისად ვრეაგირებთ და მომავალშიც ვაპირებთ რეაგირებას". – ამბობს ბჟანია. 

კომენტარები