რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის ინფორმაციით, მოსკოვის გარეუბანში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჩამოაგდეს. 

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა 26 აგვისტოს 3:00 საათზე მოხდა. 

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენები ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა განახლებულია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოსკოვზე დრონებით იერიშები გრძელდება.

კომენტარები