მეწყერი შოვში

შოვში დაკარგული დუდაშვილების ოჯახის ოთხივე წევრი იპოვეს, მათ 26 აგვისტოს დაკრძალავენ

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულ ნატო ჭელიძეს და მის სამ შვილს - ანდრია, ლუკა და ანასტასია დუდაშვილებს 26 აგვისტოს დაკრძალავენ. ანასტასია დუდაშვილის ცხედარი სტიქიიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ იპოვეს.

ოჯახის ინფორმაციით, პანაშვიდები გაიმართება 24-25 აგვისტოს, თბილისში, ჟიული შარტავას #45, მე-3 სადარბაზო, მე-9 სართული. გამოსვენება 26 აგვისტოს, 14:00-ზე, ქაშვეთის ტაძრიდან.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 29 ადამიანის ცხედარი იპოვეს, სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

კომენტარები