სტიქია შოვში

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვის სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ნაპოვნ დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზრდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

16 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ეპიცენტრში პრაქტიკულად მთლიანად არის ტერიტორია შემოწმებული.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები