რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომ 23-24 აგვისტოს ღამით რუსეთის ორ ოლქში სამი დრონი ჩამოაგდეს.

"გასულ ღამეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა,  ტერორისტული იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიეტანათ". - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი.

"კიდევ ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კალუგის ოლქის ტერიტორიაზე". - დასძინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

კომენტარები