გორან ბრეგოვიჩი

პრორუსი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი მოლდოვაში არ შეუშვეს

ცნობილი სერბი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბენდი მოლდოვაში არ შეუშვეს. მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ფესტივალზე ჩამოვიდა კიშინიოვის აეროპორტიდან გააბრუნეს.

სასაზღვრო პოლიციას ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ არშეშვების მიზეზი ბრეგოვიჩის ღიად პრორუსული შეხედულებები გახდა.

2015 წელს ბრეგოვიჩმა ანექსირებულ ყირიმში გამართა კონცერტი, რის გამოც უკრაინაში დაგეგმილი მისი გამოსვლები გაუქმდა. მოგვიანებით, 2019 წელს ბრეგოვიჩი ყირიმში კიდევ ერთხელ ჩავიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ბრეგოვიჩმა და მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ ანტირუსული სანქციები გააპროტესტეს.

მუსიკოსის თქმით მისთვის გაუგებარია მოლდოვაში არშეშვების მიზეზი.

კომენტარები