რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხედრო ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ირლანდია უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის

 Alamy.com

სამხედრო ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ირლანდიის შეიარაღებული ძალები უკრაინელი სამხედროებს გაწვრთნის

ევროკავშირის ერთობლივ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში 30 ირლანდიელი ინსტრუქტორი უკრაინელი სამხედროების გადამზადებაში მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ ირლანდიელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნიდნენ ნაღმების განეიტრალების, საბრძოლო მედიცინის და სხვა არა ლეტალური მიმართულებებით. თუმცა, ირლანდიის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო იარაღის მომზადების კომპონენტშიც. ინფორმაციას ირლანდიის ეროვნული მაუწყებლობა ავრცელებს ირლანდიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

"ირლანდიის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გულისხმობს სამხედრო ალიანსებსა და ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებებში არ მონაწილეობას. ჯარისკაცებისთვის საბაზისო სამხედრო წვრთნის ჩატარება არ ეწინააღმდეგება სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკას" - ნათქვამია ირლანდიის მთავრობის განცხადებაში. 

კომენტარები