რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი. 2023 წლის 20 აგვისტო
ვოლოდიმირ ზელენსკის X-ი (ყოფილი Twitter)

ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა.

"ძალიან პროდუქტიული, ფოკუსირებული და კონკრეტული მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან". - წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) და დასძენს, რომ დანია უკრაინას 19 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს.

ზელენსკის ცნობითვე, უკრაინელმა პილოტებმა დანიაში წვრთნები უკვე დაიწყეს.

დღეს, 20 აგვისტოს ზელენსკის ნიდერლანდებში ვიზიტის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ.

17 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-მ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე ნებართვა გასცა.

უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე თხოვნით ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში მიმართა.

კომენტარები