ტყის ხანძარი კანადაში

კანადის ერთ-ერთ პროვინციაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Black Press Media graphic

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტყის ხანძარი უფრო მეტი სახლის განადგურების საფრთხეს ქმნის. 

პრემიერმინისტრის, დევიდ ების თქმით "სიტუაცია სწრაფად განვითარდა და მომდევნო დღეებში უკიდურესად რთული სიტუაცის წინაშე აღმოვჩნდებით".

მაკდუგალის კრიკის ხანძარი 24 საათში 64-დან 6800 ჰექტრამდე გაიზარდა. ევაკუირებულია დაახლოებით 22 000 ადამიანი.

მოსახლეობის ნაწილი ცდილობს, საჰაერო და საგზაო გზით ტყის ხანძარს თავი დააღწიოს. 

"წელს ჩვენ ყველაზე ცუდი ხანძრის წინაშე აღმოვჩნდით, რაც კი ოდესმე ყოფილა. ამ სწრაფი პირობების გათვალისწინებით, ჩვენ საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებთ". - წერს დევიდ ები. 

მან თქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს და გააფრთხილა, რომ "გადაუდებელი ბრძანებები შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობის შეზღუდვებს კონკრეტულ ადგილებში, თუ ხალხი არ სცემს პატივს ჩვენს მოწოდებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი მოგზაურობა".

მანამდე დასავლეთ კელოუნას სახანძრო ხელმძღვანელმა, ჯეისონ ბროლუნდმა ტყის ხანძარს "დამანგრეველი" უწოდა.

"გუშინ ღამით ჩვენი საზოგადოების დასაცავად ვიბრძოდით. ჩვენ 100 წლის ხანძრებს ერთ ღამეში ვებრძოლეთ". - დასძინა მან.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია "მნიშვნელოვანი სტრუქტურული დანაკარგის" შესახებ რაიონში. 

გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

კომენტარები