რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია და ნიდერლანდები უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo 

17 აგვისტოს აშშ-ს სახელწმიფო მდივნის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-მ ნებართვა გასცა უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე. F-16-ის ტიპის თვითმფრინავები უკრაინას პილოტების მოსამზადებელი კურსის დასრულებისთანავე გადაეცემა. NATO-ს 11 სახელმწიფოს ჩართულობით უკრაინელი პილოტების გაწვრთნა F-16-ის სამართავად 2023 წლის აგვისტოში დაიწყება. 

უკრაინა 2022 წლიდან აქტიურად ითხოვს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთისგან თავდასაცავად.

"ამერიკის მთავრობამ რამდენჯერმე თქვა, რომ იარაღის გადაცემა წვრთნის ეტაპის ბუნებრივი გაგრძელებაა. ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ ახლო მოკავშირეებთან და მე ვფიქრობ, ახლო მომავალში მზად ვიქნებით, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია გავავრცელოთ" - თქვა დანიის თავდაცვის მინისტრმა იაკობ ელემან-ჯენსენმა საინფორმაციო სააგენტო Ritzau-სთან. 

კომენტარები