ნიკოლა სარკოზი

ჩვენ გვჭირდება რუსები და ჩვენ მათ ვჭირდებით – სარკოზი

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ "დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები" რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად "ერთადერთი გზაა". 

16 აგვისტოს, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში სარკოზი ამტკიცებდა, რომ ევროპას სჭირდება "განმარტოს თავისი სტრატეგია" და ეძებოს კომპრომისი რუსეთთან. 

"კომპრომისების გარეშე არაფერი იქნება შესაძლებელი და ჩვენ ვრისკავთ, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამ დენთის კასრს შეიძლება საშინელი შედეგები მოჰყვეს". - თქვა სარკოზიმ.

სარკოზიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო, მაგრამ თქვა, რომ რუსეთი "ევროპის მეზობელია" და მიუხედავად ისტორიის განმავლობაში გაუგებრობებისა, "ჩვენ გჭირდება ისინი და ჩვენ მათ ვჭირდებით". 

თავის ინტერვიუში სარკოზიმ გაიმეორა შეხედულებები, რომლებიც ოდესღაც საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებში იყო გავრცელებული, სადაც საუბარი იყო ხანგრძლივ ისტორიაზე, რომელიც საფრანგეთსა და რუსეთს აკავშირებს. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ომამდე ცოტა ხნით ადრე უარყოფდა ცნობებს, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა სურდა და შეჭრის პირველ კვირებში რუსეთის პრეზიდენტთან ხანგრძლივ საუბრებს აწარმოებდა, რათა ის დაერწმუნებინა, რომ უკრაინიდან გასულიყო.

მას შემდეგ მან რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო და პირობა დადო, რომ უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭერს მხარს. 

სარკოზი დისტანცირებულია მაკრონის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ადრე მაკრონის "ინტუიცია სწორი იყო", მაგრამ მას ხელი "აღმოსავლეთ ევროპელების ზეწოლის გამო" შეეშალა. 

აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებდნენ მაკრონის მოსკოვთან მოლაპარაკებების მცდელობებს. 2022 წლის მაისში, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მაკრონის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მისი მცდელობები ჰიტლერთან მოლაპარაკებას შეადარა. 

სარკოზიმ ასევე ისაუბრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ის თურქეთის "განწირულ მცდელობას" შეადარა. 

"ჩვენ ვყიდით ცრუ დაპირებებს, რომლებიც არ შესრულდება". - თქვა მან.

ამასთანავე, სარკოზიმ ეჭქვეშ დააყენა უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება.

კომენტარები