რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

17 აგვისტოს დილით Ka-52-ის ტიპის რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ – ოლეშჩუკი

Ria Novosti

უკრაინელმა სამხედროებმა 17 აგვისტოს დილით Ka-52-ის ტიპის რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს

"დღეს დილით ერთით ნაკლები რუსული Ka-52 ბახმუტის ფრონტზე! მადლობა საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფს წარმატებული საბრძოლო ოპერაციისთვის!" - წერს ოლეშჩუკი ტელეგრამ-არხზე.

გარდა ამისა, დღეს დილით, 17 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ომის დაწყებიდან ჯამში 314 რუსული ვერტმფრენი გაანადგურა. 

კომენტარები