საქსტატი

გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები – უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $2 097.9 მილიონია, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებზე 4.9%-ით მეტია.

2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65.7 პროცენტი შეადგინა. 

საქსტატის ანგარიშით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ნიდერლანდებია. მათგან ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში 38%-ია. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

2022 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილი 43.1%-ია. კერძოდ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $538.0 მილიონი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია $366.5 მილიონით, ხოლო მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა $197.2 მილიონით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

 

კომენტარები