რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

იაპონური ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავზე პუტინმა და კიმმა წერილები გაცვალეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკში. ფოტო გამოქვეყნებულია 2019 წლის 25 აპრილს
KCNA via REUTERS/File Photo

ფხენიანის სახელმწიფო მედიის, KCNA-ს ცნობით,15 აპრილს, იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის დასრულების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთს წერილები მიწერეს.

კიმი პუტინს სწერს, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვებით ჩამოყალიბდა და ისინი ახლაც "იმპერიალისტების თვითნებური ინსტრუქციებისა და ჰეგემონიის დასამხობად ბრძოლაში საკუთარ უძლეველობასა და ძალას სრულად ავლენენ".

"მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობა და სოლიდარობა... შემდგომში, ახალი ეპოქის მოთხოვნის შესაბამისად, გრძელვადიან სტრატეგიულ ურთიერთობად გადაიქცევა. ორი ქვეყანა მუდმივად გამარჯვებული გამოვა, საერთო მიზნისა და ამოცანის მიღწევის პროცესში ერთმანეთისთვის მტკიცე მხარდაჭერითა და ერთმანეთთან თანამშრომლობით". - წერს კიმ ჩენ ინი.

საპასუხო წერილში, რომლის შინაარსსაც ასევე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია აქვეყნებს, პუტინი წერს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და კორეის ნახევარკუნძულის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მომხრეა.

გასული თვის ბოლოს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით იმყოფებოდა სერგეი შოიგუ, რომელიც ფხენიანში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო და 27 ივლისს კიმ ჩენ ინსაც შეხვდა.

კომენტარები