რუსეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით გამარჯვების დღის 70 წლის იუბილის აღსანიშნად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
ჩრდილოეთ კორეა 1953 წლის ზავის იუბილეს აღნიშნავს, რომელმაც სამხრეთ კორეასთან 1950-53 წლების ომი დაასრულა.
შოიგუს აეროპორტში მისი ჩრდილოეთ კორეელი კოლეგა კანგ სუნ ნამი დახვდა.
"ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კავშირების გაძლიერებას და იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის." - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.