Red Wings

Red Wings-ის ორი თვითმფრინავი მწყობრიდან ერთდროულად გამოვიდა

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ეკატერინბურგი-ანტალიის და ანტალია-ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენების შეფერხებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

მათი განმარტებით, ტექნიკური მიზეზების გამო, ავიაკომპანიის Boeing 777-ის ტიპის სამი თვითმფრინავიდან ორი მწყობრიდან ერთდროულად გამოვიდა.  

ამასთან, Red Wings-მა ავიაკომპანია Икар-ს კომერციულ საფუძველზე მგზავრების მათივე თვითმფრინავებით გადაყვანის თხოვნით მიმართა. 

Икар-ის თვითმფრინავმა მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის კოლცოვოს საერთაშორისო აეროპორტისკენ ფრენა უკვე შეასრულა. ამასთან, Икар-ის თვითმფრინავი ეკატერინბურგი-ანტალია და ანტალია-ეკატერინბურგის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას დაიწყებს. 

სააგენტო Interfax-ი Red Wings-ზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თითოეულ მარშრუტზე მგზავრების რაოდენობა 410-ს შეადგენდა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ავიახაზები ევროპული და ამერიკელი მწარმოებლების თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ. 

The New York Times-ი ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები რუსეთში 2022 წელს სანქციების გვერდის ავლით შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ფრენების უფლება საქართველოს მხრიდან მაისში მიიღო, რეისების: მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები