სტიქია რაჭაში

გომელაური სტიქიაზე: კავკასიონის ქედზე ვართ, წამების თემაა, რა მოწყობილობებიც არ უნდა ეყენოს

როგორც გვეუბნებიან გარემოს კუთხით, საფრთხე დღეს არ არის არაფერი, თუმცა ბუნებრივი შემთხვევაა და ყველგან შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი ერი და საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ესე რომ მივყვეთ, რატომ არ იყო დაყენებული მოწყობილებები, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის წამების თემა, რა მოწყობილებებიც არ უნდა დავაყენოთ, მუშაობენ ახლა, ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით, ყაზბეგამდე. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, მაგას ვერ გავექცევით სამწუხაროდ. მსოფლიოშია მასე, რაც მოხდა ჰავაიზე, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია, ხდება ხო, ამერიკაა ხო, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც, მაგრამ მოხდა, ხდება, ნუ ბუნებაა, რა ვქნათ, სამწუხაროა, დიდი უბედურებაა.

თქვა რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები