ვნუკოვოს აეროპორტი

ვნუკოვოს აეროპორტმა, სავარაუდოდ, დრონის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიკეტა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მუშაობის შეჩერების მიზეზი, სავარაუდოდ, დრონია. პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაკეტილია, წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატია". - უთხრა წყარომ კრემლის კონტროლირებულ მედიას.

აეროპორტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დროებითი შეზღუდვა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მიიღეს.

გარდა ამისა, პროპაგანდისტული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო სივრცე დაკეტილია არა მხოლოდ ვნუკოვოს, არამედ კალუგის აეროპორტის თავზეც.

კომენტარები