რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: უკრაინას ომში ბალანსის შესაცვლელად, მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას აზრით, იარაღის იმ რაოდენობით, რომელიც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია, კიევი ომში ბალანსს თავის სასარგებლოდ ვერ შეცვლის. ამის შესახებ დუდამ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ უკრაინის სამხედრო ძალების მომარაგების წყალობით, უკრაინას ამჟამად რუსეთთან შედარებით გაცილებით თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

"მთავარი კითხვაა: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი იარაღი იმისთვის, რომ შეცვალონ ომში ბალანსი და წინ წაიწიონ? პასუხი, სავარაუდოდ, არაა. მათ [უკრაინას], სავარაუდოდ, საკმარისი იარაღი არ აქვთ. ჩვენ ეს იქიდან ვიცით, რომ ისინი არ არიან ისეთ პოზიციაში, რომ რუსი მებრძოლების წინააღმდეგ გადამწყვეტი კონტრშეტევა მიიტანონ. მოკლედ რომ ვთქვას, მათ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ დუდამ.

გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.

"ამას მხოლოდ იმის გამო არ ვამბობო, რომ ვლადიმირ პუტინი [ბირთვულ იარაღს] არ გამოიყენებს. მჯერა, რომ ბირთვული არსენალი რუსეთში არაერთი ადამიანის კოლექტიური კონტროლის ქვეშ არის და ეს მხოლოდ პუტინის შეხედულებაზე არ არის დამოკიდებული. ამ საკითხის გადაწყვეტას ერთზე მეტი ადამიანი სჭირდება". - აღნიშნა დუდამ.

კომენტარები