ბელარუსი-პოლონეთი

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა თქვა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს. 

"10000-მდე ჯარისკაცი იქნება საზღვარზე, საიდანაც 4000 უშუალოდ მესაზღვრეებს დაუჭერს მხარს, 6000 კი რეზერვში იქნება. ჩვენ ჯარს მივაახლოებთ ბელარუსის საზღვართან, რათა აგრესორი შეშინდეს და თავდასხმა ვერ გაბედოს". - თქვა მინისტრმა. 

8 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ბელარუსის საზღვართან თავდაცვის ძალებს გააძლიერებენ. სასაზღვრო თავდაცვის ძალების თხოვნის საფუძველზე, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დამატებით 1 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 

თავიდან პოლონეთის სასაზღვრო თავდაცვის ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის გახშირებული შემთხვევების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებში პირებს ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებოდნენ. 

ამჟამად პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე 2 000 ჯარისკაცი მსახურობს 5 000 სასაზღვრო მცველთან ერთად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პოლონეთში ბელარუსის საზღვრიდან მიგრაციის წნეხი დიდი იყო, რის გამოც პოლონეთმა 5.5 მეტრის სიმაღლის სასაზღვრო ღობე ააშენა. 

კომენტარები