ბელარუსი-პოლონეთი

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან დამატებით 1 000 ჯარისკაცს გააგზავნის

Michal Dyjuk/AP/picture alliance

8 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გააძლიერებენ თავდაცვის ძალებს ბელარუსის საზღვართან. სასაზღვრო თავდაცვის ძალების თხოვნის საფუძველზე, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ დამატებით 1 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

თავიდან პოლონეთის სასაზღვრო თავდაცვის ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის გახშირებული შემთხვევების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებში პირებს ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებოდნენ. 

ამჟამად პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე 2 000 ჯარისკაცი მსახურობს 5 000 სასაზღვრო მცველთან ერთად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პოლონეთში ბელარუსის საზღვრიდან მიგრაციის წნეხი დიდი იყო, რის გამოც პოლონეთმა 5.5 მეტრის სიმაღლის სასაზღვრო ღობე ააშენა. 

კომენტარები