რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი უბანი დაბომბა, დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი, დაშავდა 8

TELEGRAM / Yurii Malashko

რუსული ჯარები ზაპოროჟიეში საცხოვრებელ უბანს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი ანატოლი კურევი ავრცელებს. 

ზაპოროჟიეს რაიონში საჰაერო განგაში 19:40-დან 20:25-მდე გამოცხადდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ ოკუპანტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და შევჩენკოვსკის რაიონში ტაძარი დააზიანეს. 

ასევე, ოკუპანტების თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ომის დანაშაულზე პასუხს აუცილებლად აგებს.  

"ამ დროისთვის ცნობილია სამი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა დაშავებულს გაუწევენ შესაბამის დახმარებას და რუსეთი ომის დანაშაულისთვის პასუხს აუცილებლად აგებს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები