სტიქია რაჭაში

წმინდა საყდრის სადესპანო: ვლოცულობთ შოვში დაღუპულებისთვის და დაკარგულთა გადარჩენისთვის

შსს

საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანო შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანო მწუხარებას გამოთქვამს და გამოხატავს სამძიმარს შოვში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვლოცულობთ დაღუპულებისთვის, დაშვებულებისთვის და დაკარგული პირების გადარჩენისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში ჯამში 16 ცხედარია ნაპოვნი. აღმოჩენილი 16 ცხედრიდან იდენტიფიცირებული მხოლოდ 7-ია.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები