სტიქია რაჭაში

ბურჭულაძე: ვერტმფრენების შესყიდვა არანაირ კავშირში არ არის სტიქიასთან

მემგონი კარგად გაიაზრეს, არ ვიცი, პოლიტიკურმა ჯგუფებმა რომ ეს იყო აბსოლუტურად ყველა მორალს  გადასული კამპანია და მემგონი შეწყდა ამაზე აპელირება, არაფერ კავშირში არ არის ვერტმფრენების შესყიდვა დღევანდელ უბედურებასთან, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ვერტმფრენმა თავისი სამუშაოები უკვე შეასრულა, დღეს ახლა მაგალითად და დღის განმავლობაშიც, პრინციპში შუა დღის მერე აღარ იყო ვერტფრენები საჭირო და ის ფუნქცია, რაც ვერტმფრენებს უნდა შეესრულება, რომ იმ ადამიანების ევაკუაცია მოეხდინა, რომლებიც იყვნენ მდინარის იქით, ეს ფუნქცია შეასრულა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია. 

რაც შეეხება შესყიდვას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეყიდა ახალი ვერტმფრენები და არა მეორადი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ როდესაც დაკვეთას იღებს კომპანია ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, მას შემდეგ იწყებს კონკრეტულად ამ ვერტმფრენზე მუშაობას და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ დროს მოიცავს და ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხეთ შეთანხმება კომპანიასთან, რომ ყოფილიყო მიწოდება. ასე რომ, არანაირ კავშირში ვერტმფრენების შესყიდვა არ არის დღევანდელ უბედურებასთან და სტიქიასთან. და ძალიან ვთხოვ ყველას, გაანებოს ამ თემას თავი.

თქვა ტელეკომპანია იმედის ეთერში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები